დღეს ლუის სუარესს 32 წელი შეუსრულდა

დღეს, "ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდის, ლუის სუარესის დაბადების დღეა, სამხრეთ ამერიკელს 32 წელი შეუსრულდა.
1987 წლის 24 იანვარს, ურუგვაის ქალაქ სალტოში ქვეყანას მოევლინა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, ლუის სუარესი.
ლუის სუარესმა კარიერა ურუგვაულ "ნასიონალში" დაიწყო, შემდეგ ჰოლანდიაში გადაბარგდა, სადაც "გრონინგენისა" და "აიაქსის" ღირსებას იცავდა. 2011 წელს "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა.
2014 წლის ივლისში სუარესი "ბარსელონამ" 82 მლნ. ევროდ შეიძინა. კატალონიელებთან ერთად იგი 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, მოიგო 4 სამეფო თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერთასი, 1 ევროპის სუპერთასი და ერთიც მსოფლიო ჩემპიონატი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]