ხრისტო სტოიჩკოვი: კარლოს ველა "ბარსელონაში" შესანიშნავი იქნებოდა

  • 20-01-2019, 03:14
  • ხრისტო სტოიჩკოვი: კარლოს ველა "ბარსელონაში" შესანიშნავი იქნებოდა

    "ბარსელონას" ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი ამერიკული "ლოს ანჯელესის" 29 წლის თავდამსხმელის, კარლოს ველას კატალონიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერს მხარს უჭერს.

    "ველა ესპანეთის ჩემპიონატს კარგად იცნობს. ის "სოსიედადში" შესანიშნავად გამოიყურებოდა. კარლოსს ადაპტაცია არ გაუჭირდება. ეჭვი არ მეპარება, რომ, თუ ის "ბარსელონაში" გადავა, თავიდანვე კარგად ითამაშებს.

    არ ვიცი, "ბარსელონას" ველას 6 თვით იჯარით აყვანა თუ მისი შეძენა სურს." - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Mელა
    Mელა სტუმარი [?]

    20 იანვარი 2019 13:17

    ველა არის იდეალური კანდიდატი სათადარიგოზე. იდეალურად მოერგება ბარსას სათამაშო სტილს, ეგოისტი არარი და გაუგებს ჩვენ ბიჭებს სავარაუდოთ იყიდიან.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge