კარლოს ველა "ბარსელონაში"?

  • 17-01-2019, 12:36
  • კარლოს ველა "ბარსელონაში"?

    ლუის სუარესის რეზერვისტის პოზიციაზე "ბარსელონას" ახალი კანდიდატი ჰყავს - ამერიკული "ლოს ანჯელესის" მექსიკელი შემტევი კარლოს ველა.

    RAC1-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდემ 29 წლის ფეხბურთელის შეძენაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

    კარლოს ველას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. კარიერა მან "სალამანკაში" დაიწყო, რასაც "ოსასუნა" მოჰყვა, 2011-2018 წლებში კი ის "სოსიედადის" ღირსებას იცავდა. ლა ლიგაში ჩატარებულ 252 შეხვედრაში მექსიკელმა 69 გოლი გაიტანა.

    2018 წლის იანვარში კარლოს ველა "ლოს ანჯელესში" გადავიდა, რომლის შემდეგენლობაშიც 32-ჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.

    მექსიკელი გასული წლის 1 ნოემბრის შემდეგ უთამაშებელია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: კარლოს ველა
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Mელა
    Mელა სტუმარი [?]

    17 იანვარი 2019 12:41

    იჯარით თუ წამოვა, ისე არაა ცუდი ფეხბურთელი გამოდგომით გამოგვადგება, მსოფლიოც კარგად ჩაატარა.

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge