ფერნანდო ლიორენტე - "ბარსელონას" ახალი სამიზნე
თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად "ბარსელონას" მორიგი სამიზნე 33 წლის ესპანელი შემტევი ფერნანდო ლიორენტეა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები ვეტერან ფეხბურთელს ლუის სუარესის რეზერვისტად მოიაზრებენ.
ლიორენტესა და "ტოტენჰემს" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და "ბარსა" მის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეძლებს.
ფერნანდო ლიორენტე ლა ლიგაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. მის აქტივში პრიმერაში ჩატარებული 285 თამაში და 89 გოლია.
"ბილბაოს" პირველ გუნდში ლიორენტე "ბარსელონას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ დააწინაურა. მისი ხელმძღვანელობით გამართულ 20 მატჩში ფეხბურთელმა 6 გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]