მესი – “ჩვენ არ უნდა შევიცვალოთ, რათა გასვლაზე მოვიგოთ”

მესი – “ჩვენ არ უნდა შევიცვალოთ, რათა გასვლაზე მოვიგოთ”

ლეო მესი თვლის, რომ თუ "ბარსელონა” განაგრძობს ისევე ასპარეზობას, როგორც ახლა, მაშინ იგი მალე დაიწყებს გასვლაზე მოგებებსაც. მესი თვლის, რომ გასვლაზე მოსაგებად "ბარსას” არ სჭირდება თავისი თამაშის შეცვლა.

მესიმ უკვე დაივიწყა "რეინჯერსთან” თამაში და მის მიერ ამ თამაშში გატანილი გოლი და ახლა უკვე მხოლოდ და მხოლოდ "ხეტაფესთან” დაპირისპირებაზე ფიქრობს. იგი იმედოვნებს, რომ "ბარსა” მოახერხებს ამ მნიშვნელოვან თამაშში გამარჯვებას და სამი ქულის აღებას. მესის ზარით ეს გამარჯვება ძალიან კარგი იქნება შესვენებამდე: "მნიშვნელოვანია "ხეტაფეს” დამარცხება. ამ მატჩის შემდეგ სანაკრებო თამაშების გამო ჩემპიონატში შესვენაბაა და მნიშვნელოვანია ამ მატჩის მოგება”.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სეზონში "ბარსას” მიერ გასვლაზე ნაჩვენები შედეგები შორს არის იდეალურისაგან, მესი მაინც თვლის, რომ გუნდმა თავისი თამაში არ უნდა შეცვალოს: "ჩვენ ყოველთვის ვთამაშობთ ერთ გუნდად. თუ ჩვენ ვანახენთ ჩვენს კლასს, მაშინ ჩვენ შევძლებთ მოგებას სახლიდან შორსაც”.

გასულ სეზონში ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ნოუ კამპზე” მესიმ ხეტაფს ფანტასტიკური გოლი გაუტანა, რომელიც სამუდამოდ შევიდა "ბარსელონას” ისტორიაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა "ბარსელონა” ორრაუნდიან ბრძოლაში მაინც დამარცხცდა და კლუბში ეს ჯერ კიდევ ახსოვთ. მაგრამ მესი შურისძიებაზე არ ფიქრობს: "ეს უბრალოდ ჩემპიონატის მორიგი მატჩია, ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ ეს თამაში”.

მესის ასევე შეეკითხნენ რონალდინიოზე და სთხოვეს მოეყოლა მათი დამოკიდებულების შესახებ მოედანზე, რაზეც მესიმ უპასუხა: "ის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. ჩვენ ერთად ვთამაშობთ საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენ მოგვწონს კომბინირება, მოკლე პასებით თამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს ურთიერთგაგება ანრისთან.  ანრის გააქვს გოლები და ეს მნიშვნელოვანია მისთვისაც და გუნდისთვისაც.

ერთი დღით ადრე სამიელ ეტო’ომ აღფრთოვანებით შეაქო მესის თამაში, რაზეც  მესიმ განაცხადა: "მე არ ვიცი რატომ თქვა ჩემზე ეს ეტო’ომ, მაგრამ თანაკლუბელისგან ეს ყოველთვის სასიამოვნოა.ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი ფეხბურთელი არის სამუელი”.

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.