მომდევნო სეზონში, "ბარსელონაში" ფრანგები ესპანელებს გაუთანაბრდებიან

მომდევნო სეზონში, "ბარსელონაში" ფრანგები ესპანელებს გაუთანაბრდებიან

დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ფრანგი მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონაში" ითამაშებს.

19 წლის ფეხბურთელი მე-4 ფრანგი იქნება, რომელიც "ბარსას" მაისურით 2019/20 წლების სეზონში ითამაშებს. კატალონიურ გუნდში უკვე ირიცხებიან სამუელ უმტიტი, კლემან ლანგლე და უსმან დემბელე. დიდი ალბათობით, მათ შეუერთდება ადრიან რაბიოც და მომდევნო სეზონში "ბარსა" 5 ფრანგით იქნება წარმოდგენილი.

ამჟამად, კატალონიურ კლუბში ყველაზე მეტი ფეხბურთელი, ბუნებრივია, ესპანეთიდანაა, მაგრამ არაა გამორიცხული, ეს სიტუაცია მომდევნო სეზონში შეიცვალოს. თუ დენის სუარესი, სერჟი სამპერი და მუნირ ელ ჰადადი გუნდს დატოვებენ, "ბარსელონაში" მხოლოდ 5 ესპანელი დარჩება - ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და კარლეს ალენია.

თუ მოვლენები მართლაც ასე განვითარდა, მომდევნო სეზონიდან "ბარსელონაში" იმდენივე ფრანგი ითამაშებს, რამდენიც ესპანელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #5 9 იანვარი 2019 03:06
    0
    საუკეთესო ფრანგი გვაკლია და იდეალური გუნდი იქნებოდა.
    Culé [?]
    #4 9 იანვარი 2019 00:19
    1
    მაგას მნიშვნელობა არ აქვს ბარსელონაში რა ნაციის ითამაშებს..მთავარია მორგებული იყოს სისტემაზე დიდად არცერთი ბარსელონაში “ესპანელი” არ თვლის თავს ესპანელად
    Culé [?]
    #3 8 იანვარი 2019 21:37
    3
    ციტატა: ani-barca10
    თაობა კარგი ფრანგებს ყავთ და რატომაც არა :დ

    რომელია მაგ თაობიდან ფრანგი ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 იანვარი 2019 20:35
    2
    დე ლიხტს აღარ იყიდიან ეს ფალოსები
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #1 8 იანვარი 2019 20:33
    2
    იმედია რიბერს არ მოიყვანენ შეტევაში 😂