"მანჩესტერმა" თვალი ფილიპე კოუტინიოს დაადგა

"მანჩესტერმა" თვალი ფილიპე კოუტინიოს დაადგა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფილიპე კოუტინიოს შეძენით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Manchester Evening ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის შემტევი იდეალურად ჯდება "წითელი ეშმაკების" იმ სისტემაში, რომლითაც გუნდი ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ თამაშობს.

იანვარში ეს ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია და ინგლისელები შეთანხმების ზაფხულში მიღწევას შეეცდებიან

მიმდინარე სეზონში, კოუტინიო ძველებურად ვეღარ თამაშობს და მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, თუ "ბარსა" მის სარფიანად გაყიდვას დასთანხმდება. კატალონიელებს ბრაზილიელი, ბონუსების ჩათვლით, 160 მილიონი ევრო დაუჯდათ და აშკარაა, რომ ისინი ფეხბურთელს იაფად არ შეელევიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 8 იანვარი 2019 14:21
    0
    თქვენთან სისტემაში ჯდება იდეალურად, ჩვენთან კიდე სათადარიგოთა სკამზე😞
    Culé [?]
    #3 8 იანვარი 2019 13:44
    1
    ლულაკუში გაგიცვლით სოლსკიაერ
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 8 იანვარი 2019 13:18
    9
    კოუტინიომ უნდა ითამაშოს ცენტრში ინიესტას პოზიციაზე.ათამაშდება ეს კაცი დარწმუნებული ვარ
    Culé [?]
    #1 8 იანვარი 2019 12:47
    2
    აშკარად ვერ ჩაჯდა ეს ბიჭი ბარსას სტილში. ფიზიკურადაც ვერ ძლებს მთელი თამაში, მეორე ტაიმში აშკარად უჭირს. ამ ფორმაციის გუნდში და ამ მწვრთელთან ერთად საეჭვოა ისე გაიხსნას, რასაც ველოდით. სანამ ფასი აქვს, სჯობს გავუშვათ. ამოდენა ფულის გადახდა თავიდამვე არ მომეწონა...