ჟერარ პიკე: მსაჯის გადაწყვეტილებებზე კამათი ჩვენი კულტურის ნაწილია

ჟერარ პიკე: მსაჯის გადაწყვეტილებებზე კამათი ჩვენი კულტურის ნაწილია

"ხეტაფესთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ჟერარ პიკემაც გააკეთა. 

"წლის გამარჯვებით დაწყება ძალიან კარგია. როგორც მახსოვს, წლებია, ეს არ გაგვიკეთებია. 

არა მგონია, მეტოქეებთან ქულების სხვაობა ჯერ ასე მნიშვნელოვანი იყოს, ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. 

ვალვერდე "ბარსელონაში" შესანიშნავად მუშაობს და შესანიშნავი იქნება, თუ აქ დარჩება. მას სიმშვიდე და შედეგი მოაქვს, გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებს. 

როცა ვიდეო-რეფერი არ იყო ყველა კამათობდა, იმიტომ, რომ არ იყო, ახლა კი იმიტომ კამათობენ, რომ არის. ამ ქვეყანაში ასეთი ეპიზოდები გვიყვარს და არის პროგრამები, რომლებიც მხოლოდ ამაზე მუშაობენ. ეს კულტურის ნაწილია. 

VAR-ის არსებობა მსაჯებს ეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია". - განაცხადა პიკემ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 7 იანვარი 2019 12:48
    7
    სემედუ ათამაშოს, შენელებული კადრის მაგივრად კოუტინიო ათამაშოს და ტრადიციულ 4-3-3 ზე დადგეს გუნდი