ტერ შტეგენის მშრალი სერია 410 წუთზე შეწყდა

ტერ შტეგენის მშრალი სერია 410 წუთზე შეწყდა

"ხეტაფესთან" მატჩის 43-ე წუთზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საკმაოდ ახლო მანძილიდან ხაიმე მატას დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო და 410 სათამაშო წუთიანი სერია დასრულდა, რომლის განმავლობაში გერმანელ მეკარეს გოლი არ ჰქონდა გაშვებული. 

ამ თამაშამდე, "ბარსელონას" ოთხი მშრალი მატჩი ჰქონდა, რომლებშიც კატალონიური გუნდის კარს ტერ შტეგენი იცავდა, თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე კი მას არ უთამაშია. 

სულ, ლიგის 18 თამაშში "ბარსას" 20 გოლი აქვს გაშვებული, რაც არც ისე კარგი მაჩვენებელია, თუმცა ბოლო რამდენიმე მატჩის შედეგების გათვალისწინებით, მდგომარეობა გამოსწორდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.