ტოდიბოს "ბარსელონაში" გადმოსვლა ეჩქარება

ტოდიბოს "ბარსელონაში" გადმოსვლა ეჩქარება

19 წლის ფრანგ ამომავალ ვარსკვლავს, ჟან-კლერ ტოდიბოს, რომელიც დიდი ალბათბით კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს, კატალონიურ კლუბში იანვარშივე გადასვლა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ტულუზის" ცენტრალური მცველის "ბარსელონაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. კატალონიელები მას ზაფხულში უფასოდ დაიმატებენ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს, რომ გარიგება მომდევნო კვირაში გაოფიციალურდეს და ტრანსფერი არა ზაფხულში, არამედ ზამთარშივე შედგეს. ასეთ შემთხვევაში, "ბარსას" ტულუზისთვის" სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევს, რადგან ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი არ აქვს და სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება.

სხვა საკითხია, რამდენად სურს "ბარსელონას" ფეხბურთელის იანვარში დამატება. კატალონიელები იმასაც კი არ გამორიცხავენ, რომ წინასასეზონო მზადების შემდეგ, ზაფხულის ბოლოს, ტოდიბო სხვა გუნდში გაანათხოვრონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #4 5 იანვარი 2019 22:12
    1
    ციტატა: SoxaMessi
    ამდენი მცველი რა ჩემ ბენზემად უნდათ?!

    რათ უნდათ?! ამწნილებენ...!
    SoxaMessi
    სტუმარი [?]
    #3 5 იანვარი 2019 20:48
    1
    ამდენი მცველი რა ჩემ ბენზემად უნდათ?!
    ფანი [?]
    #2 5 იანვარი 2019 20:42
    2
    მოგინი ინოვციური ტაქტიკა იქნება 9 მცველი და მისი ))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 იანვარი 2019 20:34
    0
    ციტატა: Wtf man
    კარგია მოიყვანონ ზამთრშივე. მისცენ 1 მილიონი და გაანათხოვრონ ლა ლიგის რომელიმე გუნდში სადაც ძირითადი ექნება. ლა ლიგის გამოცდილებას მიიღებს ან დაიტოვონ მარა ამდენი მცველი ეხლა რათ გვინდა მურილიოც მოსულია ამაზე გამოცდილია და ისევ ჯობია სადმე გაანათხოვრონ ზაფხულამდე

    მცველები კი გვყავს დო ხ...ია მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება ძლიერ გუნდებთან აღარ ვიცით ხოლმე ვინ დადგება ძირითადში