გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა [VIDEO]

  • 3-01-2019, 02:40
  • გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა [VIDEO]

    "ბარსელონამ" დღეს საღამოს 2019 წლის პირველი და "ხეტაფესთან" 6 იანვარს გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი მორიგი სავარჯიშო სესია გამართა.

    დღევანდელ ვარჯიშში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომ ფეხბურთელთან ერთად "ბარსელონა ბ"-დან მონაწილეობა მირანდამ და რიკი პუჩმა მიიღეს.

    არტურს, სუარესს, მესის, მალკომს, მუნირსა და ვიდალს 30-31 დეკემბერს გამართულ სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ასე რომ, მათ დღეს საშობაო არდადეგების შემდეგ პირველად ივარჯიშეს.

    ხუთშაბათს გუნდი თბილისის დროით 14:00 საათზე ივარჯიშებს. პარასკევს "ბარსელონელები" ღია სავარჯიშო სესიას გამართავენ, შემდეგ კი ქალთა გუნდთან ერთად ადგილობრივ საავადმყოფოებს ესტუმრებიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ხეტაფე ვიდეო
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    3 იანვარი 2019 03:38

    მიდით ბიჭებო, ამ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული უნდა მოიგოთ

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge