მესის 10 გამოწვევა 2019 წლისთვის

მესის 10 გამოწვევა 2019 წლისთვის

2018 წელი ლიონელ მესის გაბრწყინების მორიგი წელი იყო, მაგრამ არგენტინელ ვარსკვალვს გამოწვევები 2019 წლისთვისაც დარჩა. "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი მათგან ათ ყველაზე გამორჩეულს გვთავაზობს.

მე-5 ჩემპიონთა ლიგა

მესიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ წელს სხვა ბევრ რამეზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. მან ის აქამდე 4-ჯერ მოიგო და მაისში, "ვანდა მეტროპლიტანოზე", შეეცდება ეს კაპიტნის რანგში პირველად გააკეთოს.

მე-6 "ოქროს ბუცი" და პიჩიჩის ჯილდო

არგენტინელი, გასულ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წელს ის იგივეს გამეორებას შეეცდება.

ანდრეს ინიესტას გასწრება

მესის კარგი შანსი აქვს, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით, ანდრეს ინიესტას გადაასწროს და ამ მხრივ მე-2 ადგილზე გადაინაცვლოს. მას ამისთვის მხოლოდ 18 თამაშის ჩატარება სჭირდება. ამის შემდეგ, ლეოს წინ მხოლოდ ჩავი ერნანდესი იქნება, რომლის აქტიცშიც 767 თამაშია.

რაიან გიგზთან გათანაბრება

თუ "ბარსელონამ", მიმდინარე სეზონში, ტრებლი მოიგო, ლეო მესი, მოგებული ტიტულების მიხედვით მე-3 ადგილზე მყოფ რაიან გიგზს გაუთანაბრდება. ერთი კლუბის მაისურით მოგებული ტიტულების რაოდენობით კი უელსელი პირველ ადგილზეა.

ჰეთ თრიქი ჯარიმებით

ლეო მესი ჯარიმის დარტყმის ხელოვნებას უფრო და უფრო ხვეწს. "ესპანიოლთან" მატჩში მან ჯარიმიდან 2-ჯერ გაიტანა. შეძლებს ის ჯარიმებით ჰეთ თრიქის შესრულებას? ვნახოთ...

ყველაზე მეტი მოგება ლა ლიგაში

მესის ლა ლიგაში მხოლოდ 11 მოგება სჭირდება და ის ტურნირის ისტორიაში ამ მხრივ ყველაზე წარმატებული იქნება. ამჟამად რეკორდსმენი იკერ კასილიასია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 334-ჯერ მოუგია.

400 გოლი ლა ლიგაში

მესის ესპანეთის ჩემპიონატში 398 გოლი აქვს გატანილი და მას გოლების მორიგ დამრგვალებამდე მხოლოდ 2 ზუსტი დარტყმა აშორებს. სავარაუდოდ, ეს პირველი მიზანი იქნება, რომელსაც მესი მიმდინარე წელს მიაღწევს.

50 ჰეთ თრიქი

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების მაისურით ლეოს უკვე 49 ჰეთ თრიქი დაუგროვდა. დიდი ალბათობით, ის ამ შედეგს მალე დაამრგვალებს.

პელესთან მიახლოება

ფეხბურთის ბრაზილიელ ლეგენდას, "სანტოსის" მაისურით, 643 ოფიციალური გოლი აქვს გატანილი, მესიმ კი, "ბარსელონას" მეტოქეების კარი 573-ჯერ აიღო. სხვაობა 70 გოლია და როდესაც საქმე ლეო მესის ეხება, მიზანი მიუღწეველი სულაც არ მოსჩანს.

50 გოლი ესპანეთის თასზე

მესის, ესპანეთის თასზე, სულ 48 გოლი აქვს გატანილი და სავარაუდოდ ეს რიცხვი მიმდინარე თვეშივე დამრგვალდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    B A R C A M A N
    სტუმარი [?]
    #4 3 იანვარი 2019 18:29
    1
    მემგონი ყველას გააუმჯობესებს, რაღა მემგონი ეს ხო მესია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 იანვარი 2019 03:23
    6
    პელეს მაგ რეკორდს ერთში თუ არ ორ წელიწადში გამოისვავს უკანალში, ლიგა კიდე მთელი გუნდის მოსაგებია მარტო მესი ვერ იზავს
    Abzo315
    სტუმარი [?]
    #2 3 იანვარი 2019 00:37
    13
    ციტატა: donSergio
    წლის ბოლოს თუ დაწერთ რამდენი შეასრულა ძაან მაგარი იქნება, მარა მგონი ჯობია რამდენს ვერ შეასრულებს ეგ დაწეროთ იმიტო რო შეუსრულებელი უფრო ცოტა იქნება ვიდრე შესრულებული
    არ გამიკვირდება თუ არც ერთი დარჩება შეუსრულებელი ეს ხომ ლეოა

    ერთხელაც გაიმეოროს 2012 ხო
    შეიძლება. 92 არა მარა 71 გაიტანოს და პელეს გადაა... ას თავზე. მაგრად გამიხარხდება. ყველაზე მეტად ეგ გამისწორდება.
    donSergio
    სტუმარი [?]
    #1 3 იანვარი 2019 00:32
    9
    წლის ბოლოს თუ დაწერთ რამდენი შეასრულა ძაან მაგარი იქნება, მარა მგონი ჯობია რამდენს ვერ შეასრულებს ეგ დაწეროთ იმიტო რო შეუსრულებელი უფრო ცოტა იქნება ვიდრე შესრულებული
    არ გამიკვირდება თუ არც ერთი დარჩება შეუსრულებელი ეს ხომ ლეოა