"ბარსელონას" სამიზნეს თვალი "რეალმა" და "იუვენტუსმაც" დაადგეს

"ბარსელონას" სამიზნეს თვალი "რეალმა" და "იუვენტუსმაც" დაადგეს

"ბარსელონა" რომ "ტულუზის" 18 წლის ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს შეძენითაა დაინტერესებული, ეს გუშინ გაცნობეთ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კატალონიურ კლუბს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

ტოდიბო, მომდევნო ზაფხულში, თავისუფალი აგენტი ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპულ გრანდებს მისი იანვარში მიზერულ თანხად გადაბირება შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, სავარაუდოდ, მისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს. დღეს კი მათგან სამია ცნობილი - "ბარსელონას" კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "იუვენტუსი" გაუწევენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 28 დეკემბერი 2018 23:35
    0
    დე ლიხტი დე იონგი, და ვერნერი მოიყვანონ გაუშვან სუარეზი, ვერმალენი და რაკიტიჩი