"ბარსელონა" ნავსის გატეხვას შეეცდება

"ბარსელონა" ნავსის გატეხვას შეეცდება

"ბარსელონა" 2019 წლის პირველ შეხვედრას 6 იანვარს გამართავს. ერნესტო ვალვერდეს გუნდი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, "ხეტაფეს" სტუმრად დაუპირისპირდება და შეეცდება უსიამოვნო ტრადიცია შეწყვიტოს.

საქმე ისაა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კატალონიური გუნდი წლის პირველი შეხვედრის მოგებას ვერ ახერხებდა. 2018 წლის პირველ მატჩში "ბარსელონა" "სელტას" სტუმრად დაუზავდა (1:1); 2017 წელს, კატალონიელებმა ასევე სტუმრად, "ბილბაოსთან" წააგეს (1:2); 2016 წლის პირველ დაპირისპირებაში "ბარსამ" "ესპანიოლთან" გასვლაზე ფრედ ითამაშა (0:0); ხოლო 2015 წელს კატალონიელებმა "სოსიედადთან" წააგეს (0:1).

ბოლო შემთხვევა, როდესაც "ბარსელონამ" წლის პირველი დაპირისპირება მოიგო, 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა, როდესაც კატალონიელებმა "ელჩეს" სძლიეს (4:0).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 დეკემბერი 2018 10:44
    0
    ახალი წლის შემდეგ, პახმელიაზე არიან ხოლმე.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 26 დეკემბერი 2018 18:37
    2
    ვიგებთ 5-0