ლილიან ტურამი: "იუვენტუსის" ყველა ფეხბურთელი 17 წლის მესიზე ლაპარაკობდა

  • 26-12-2018, 17:15
  • ლილიან ტურამი: "იუვენტუსის" ყველა ფეხბურთელი 17 წლის მესიზე ლაპარაკობდა

    წარსულში ცნობილი ფრანგი მცველი ლილიან ტურამი, რომელსაც "ბარსელონაშიც" უთამაშია, იმ დროს იხსენებს, როდესაც მან ლეო მესის შესახებ პირველად გაიგო.

    "როდესაც მესის შესახებ პირველად გავიგე, "იუვეში" ვთამაშობდი. "ბარსელონას" გამპერის თასზე დავუპირისპირდით, მაგრამ მე ტურინში დავრჩი. როდესაც ჩემი თანაგუნდელები დაბრუნდნენ, ყველა 17 წლის ბიჭზე ლაპარაკობდა, რომელსაც მესი ერქვა და რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო.

    გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, მესის უკვე უმაღლესი დონისთვის ჰქონდა მიღწეული. ხალხმა არ იცის, მაგრამ ლეოს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. 10 წუთში მივხვდი, რომ მესი გამოვიდოდა ის, ვინც დღესაა." - ციტირებს ტურამის სიტყვებს Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    26 დეკემბერი 2018 23:23

    მესი ლეგენდა <3

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge