ერნესტო ვალვერდე "სელტასთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სელტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"სელტა" არის გუნდი, რომელიც, როგორც წესი, ჩვენს წინააღმდეგ კარგად თამაშობს.
მეტოქეებთან ჩვენი უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ და დღესასწაულებს შევხვდეთ კარგ ხასიათზე, როგორც ლიდერები. თუმცა, ვიცით, რომ ამის მიღწევა ადვილი არ იქნება.
ცენტრალურ მცველებთან დაკავშირებით არაორდინალური სიტუაცია გვაქვს. მგონი, ჯერჯერობით, ამას კარგად ვუმკლავდებით. ვნახოთ, რა შედეგი ექნება ხეისონ მურილიოს ტრანსფერს.
ისეთი ფეხბურთელის დამატება გვსურდა, რომელიც ჩემპიონატს კარგად იცნობდა და გუნდთან მორგება არ გაუჭირდებოდა, მურილიო კი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ის კარგი მოთამაშეა და იმედი მაქვს, გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]