ვიქტორ ვალდესი – ახალი რეკორდი

"ბარსელონას” გოლკიპერმა ევროტურნირებზე უკვე 466 წუთი ითამაშა ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. ეს არის "ბარსას” მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგი ევროტურნირებზე კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში.
"რეინჯერსთან” 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ "ბარსამ” ფაქტობრივად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში თამაში, ხოლო კლუბის მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ვალდესმა დაამყარა "ბარსას” ისტორიაში მეკარეების აბსოლიტური რეკორდი, არ გაუშვა რა ევროტურნირებზე ზედიზედ 466 წუთის განმავლობაში გოლი. ამ მიღწევით ვალდესმა კლუბის ყოფილი მეკარის, პეპე ვალენტი მორის რეკორდი დაამყარა, რომელსაც ევროტურნირებზე 406 წუთი არ ჰქონდა გოლი გაშვებული.
უკანასკნელი გოლი, რომელიც ვალდესმა ევროტურნირებზე გაუშვა, "ლივერპულის” ფეხბურთელის, ჯონ არნზე რიისეს ანგარიშზეა, რომელმაც კატალონიური გუნდის კარის დარაჯი 2007 წლის 21 თებერვალს დაამწუხრა. მას შემდეგ "ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩი ჩაატარა და ვალდესმა ხუთივე შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. აქამდე ვალდესის პირადი რეკორდი იყო 397 წუთი, რომელიც მან 2005-06 წლების სეზონში დაამყარა.
"რეინჯერსთან” შეხვედრაში ვალდესს საქმე ფაქტობრივად არ ჰქონია და იგი მოედანზე თითქმის შეუმჩნეველი იყო. სახიფათო მომენტები შოტლანდიელებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს შექმნეს, მაგრამ 82-ე წუთზე დარშევილის დარტყმა ვალდესმა ხელებში გააშეშა, ხოლო უკვე დამატებულ წუთზე ნაჩო ნოვოს დარტყმაც მოიგერია.
დამყარებული რეკორდის შესახებ მატჩის შემდეგ თავად ვალდესმა შემდეგი განაცხადა: "მშრალი სერიის რეკორდი, ეს ძალზე კარგია, ეს მეტყველებს მთელი გუნდის კარგ თამაშზე”. "ბარსელონას” მეკარეს არ დაავიწყდა გუნდის დაცვის შექება: "თამაშის გაშვებული გოლის გარეშე დასრულება ამ სეზონში ჩვეულებრივ ამბად იქცა გუნდის საიმედოობის გამო”. რაც შეეხება საკუთარ განცდებს, ამაზე ვალდესმა შემდეგი განაცხადა: "როდესაც ამთავრებ მატჩს, ისე რომ გოლს არ უშვებ, თავს შესანიშნავად გრძნობ”.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]