სამუელ უმტიტი გუნდს მალე შეუერთდება

ესპანური AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი თავს კარგად გრძნობს და ბარსელონაში ამ კვირაში დაბრუნდება. ის გუნდს 30 დეკემბერს უნდა შეუერთდეს.
25 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირა ტრავმირებული მუხლის რეაბილიტაციას ყატარში გადიოდა. მოსალოდნელი იყო, რომ უმტიტის ოპერაცია ჩაუტარდებოდა, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს არ მოხდება.
მაგრამ, კლუბმა ფრანგი მცველი გააფრთხილა, რომ თუ ის დაბრუნდება და მუხლზე დისკომფორტს იგრძნობს, მაშინ მას ოპერაცია ჩაუტარდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]