გვარდიოლას საუკეთესო სერია: 20 მატჩი წაუგებლად

წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ პეპ გვარდიოლას ”ბარსას” კიდევ შეუძლია რეკორდების დამხობა. იმ შემთხვევაში, თუ ”ბარსა” კვირას ”რეალ სოსიედადთან” არ დამარცხდება მოხსნის ”ტრიპლეტის” სეზონის რეკორდს: 20 მატჩი წაუგებლად.
პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში ”ერკულესმა” დიდი სასწაული მოახდინა და ”ბარსა” 2-0 ”ნოუ კამპზე” დაამარცხა. მას შემდეგ ”ბარსამ” 20 თამაში გამართა და ერთხელაც არ დამარცხებულა. 17 თამაში მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. ახლოვდება ახალი რეკორდი.
20 მატჩი
გვარდიოლას პრიმერაში დებიუტი ”ნუმანსიასთან” მარცხით შედგა. მეორე ტურში კატალონიელები შინ ”რასინგს” ფრედ ეთამაშნენ. ამის შემდეგ გუნდს 20 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ამით დამყარდა იმ სეზონის ერთ-ერთი რეკორდი.
2008-09 სეზონის შემდეგ ”ბარსელონა” მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა წინა სეზონში წაუგებელი მატჩების სერია მხოლოდ 16 მატჩი გაგრძელდა.
8 მოგება
თუ დავუკვირდებით მოგებათა სერიას ”ბარსამ” აქაც დიდი პროგრესი განიცადა. კატალონიელები 8 მატჩია ზედიზედ იგებენ. ამ 8 გამარჯვებით შარშანდელი სეზონის შედეგი განმეორდა. საუკეთესო შედეგი გვარდიოლას სადებიუტო სეზონში ჰქონდა: 11 გამარჯვება ზედიზედ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]