დე იონგის მამა: ჩემი შვილისთვის "ბარსელონა" საუკეთესო იქნებოდა

დე იონგის მამა: ჩემი შვილისთვის "ბარსელონა" საუკეთესო იქნებოდა

ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მამის აზრით, მისი შვილისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებაა.

"ფრენკის სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია და მომავალს გაზაფხულზე განსაზღვრავს. მისი "აიაქსიდან" წასვლის ალბათობა 95%-ია. ჩემი შვილის კარიერის გასაგრძელებლად "ბარსელონა" საუკეთესო ადგილი იქნებოდა." - ციტირებს დე იონგის მამის სიტყვებს Sport.

ფრენკი დე იონგის მომსახურებით, კატალონიური კლუბის გარდა, "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებულები. თავად 21 წლის ჰოლანდიელი ღიად აცხადებს, რომ "ბარსასა" და "სიტის" სტილი მოსწონს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Basi
    სტუმარი [?]
    #2 11 დეკემბერი 2018 00:43
    1
    bartomeuzeaa damokidebulii es transferii tu moindoma 100% barselonasiaa es bichii lijbii moindomoss
    sons of anarchy
    სტუმარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2018 17:02
    2
    მოდ მოდ მალე მოდ ))