"აიაქსის" მწვრთნელი: პსჟ ძალიან კარგი კლუბია, მაგრამ დე იონგს სხვა ვარიანტებიც აქვს

"აიაქსის" მწვრთნელი: პსჟ ძალიან კარგი კლუბია, მაგრამ დე იონგს სხვა ვარიანტებიც აქვს

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ფრენკი დე იონგის "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მოგეხსენებათ, პერსპექტიული ჰოლანდიელი ნახევარმცველის შეძენა ასევე "ბარსელონასა" და კიდევ ბევრ ევროპულ გრანდს სურს.

"ჭორები დიდი ხანია არსებობს. დიახ, მე ვესაუბრე ფრენკის. მან მითხრა, რომ უკვე ფრანგულად ლაპარაკობს. ეს სიმართლეა, რომ პსჟ ძალიან კარგი კლუბია, მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც. დე იონგი ამის შესახებ თავის აგენტს უნდა დაელაპარაკოს." - განაცხადა ტენ ჰაგმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    „Més que un club“
    სტუმარი [?]
    #1 8 დეკემბერი 2018 16:22
    5
    ეს თუ ბარსას უარს ეტყვის და პესეჟეში გადავა მაშინ ამის საქმე ცუდად ყოფილა არ მესმის როგორ უნდა უთხრა ბარსას უარი და ამ ბინძურ კლუბში ითამაშო