დე იონგსა და დე ლიგტს, "აიაქსიდან" წასვლის შემთხვევაში, ერთ კლუბში თამაში სურთ

დე იონგსა და დე ლიგტს, "აიაქსიდან" წასვლის შემთხვევაში, ერთ კლუბში თამაში სურთ

ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელები, ფრენკი დე იონგი და მატიას დე ლიგტი კარიერის გაგრძელებას ერთ გუნდში აპირებენ, იტყობინება RMC Sport.

ჰოლანდიელი მოთამაშეები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და განშორება არ სურთ, ამიტომაც, ამსტერდამული კლუბიდან წასვლის შემთხვევაში, ისინი თამაშის ერთად გაგრძელებას გეგმავენ. შემდეგ ზაფხულში მათთვის ევროპული გრანდები იბრძოლებენ. ორივეს მომსახურებით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებულები, როგორებიცაა "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენი".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აიაქსი", დე იონგისა და დე ლიგტის გაყიდვით, დაახლოებით, 140 მილიონ ევროს გამომუშავებას გეგმავს. ასევე იყო ცნობები, რომელთა თანახმადაც "ბარსელონა", რომელიც რამდენიმე ხანი პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნეოდა, მოლაპარაკებებში პრობლემების გამოჩენას შიშობს, ვინაიდან ისინი იმავე რაოდენობის ხელფასს მოითხოვენ, როგორსაც მათ უფრო მდიდრულ კლუბებში სთავაზობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ბექა (ბარსა)
    სტუმარი [?]
    #5 5 დეკემბერი 2018 17:07
    0
    ნეტავ მოვიდნენ ეს ორი ძალიან მაგრები არიან პიკეს იდეალური შემცვლელი იქნება დე ლიგტი
    ანრი
    სტუმარი [?]
    #4 5 დეკემბერი 2018 13:18
    0
    ციტატა: ani-barca10
    დე იონგი დე ლიხტი რაბიო მენდი ეს 4 ფეხბურთელი გაასწორებდა ზაფხულში :დ და შემდეგ ზაფხულს იყიდონ კაი ცენტფორვარდი

    რომელი მენდი ???
    Barcelona 2002
    სტუმარი [?]
    #3 5 დეკემბერი 2018 07:18
    0
    იმნაირები ხო არ არიან 🤣🤣🤣
    ციტატა: Don_Andresito
    imnairebi xo ar arian :d citys sheulia orives yivda.
    [?]
    #2 5 დეკემბერი 2018 04:20
    1
    imnairebi xo ar arian :d citys sheulia orives yivda.
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #1 5 დეკემბერი 2018 03:41
    4
    განშორება არც ჩვენ გვინდა, ორივე მოდით laughing