მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ეინდჰოვენის პსვ-სთან ტურნირის მეხუთე ტურის გასვლით მატჩში, რომელიც კატალონიელებმა 2:1 მოიგეს, არგენტინელმა საკუთარ ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა მიიწერა.

31 წლის ფეხბურთელმა ამ წოდებისთვის ბრძოლაში არიენ რობენს ("ბაიერნი"), დრის მერტენსსა ("ნაპოლი") და მაქსველ კორნეს ("ლიონი") აჯობა.

მიმდინარე სეზონში, მესი უკვე მესამედ დაასახელეს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ. მესამე და მეოთხე ტური ლეომ ტრავმის გამო გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 30 ნოემბერი 2018 19:11
    5
    გილოცავ ლომო heart_eyes
    Culé [?]
    #1 30 ნოემბერი 2018 17:47
    3
    ობიექტურები ვიყოთ და არ ეკუთვნოდა ლეოს