პსვ-ბარსელონა - სავარაუდო შემადგენლობები

დღეს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩს გამართავს და სტუმრად პსვ-ს დამარცხების შემთხვევაში ერნესტო ვალვერდეს გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.
კატალონიელები ეინდჰოვენს სერიოზული საკადრო პრობლემებით ეწვივნენ. გუნდის სასტარტო შემადგენლობიდან ლუის სუარესი, სერჟი რობერტო და არტური ტრავმირებულები არიან. ტრავმები აქვთ რაფინიას, იასპერ სილესენს, სერჟი სამპერსა და ტომას ვერმალენსაც.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდე, არსებული რესურსის გათვალისწინებით, საბრძოლო შემადგენლობას დააყენებს. სასტარტო თერთმეტეულში დაბრუნდებიან ახლახანს გამოჯანმრთელებული ივან რაკიტიჩი და ფილიპე კოუტინიო. ხორვატი, როგორც ყოველთვის, ნახევარდაცვაში ითამაშებს, ხოლო ბრაზილიელი - შეტევაში.
სერჟი რობერტოს ადგილს, რა თქმა უნდა, ნელსონ სემედუ დაიკავებს, არტურს ვიდალი შეცვლის, ხოლო სუარესს - მუნირი.
"ბარსელონას" სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, მესი, კოუტინიო, მუნირი.
ოფიციალური შემადგენლობა ცნობილი თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გახდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]