"აიაქსი" ანდრე ონანას "ბარსელონაში" არ გაუშვებს

"აიაქსი" ანდრე ონანას "ბარსელონაში" არ გაუშვებს

"აიაქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი გუნდის მეკარის, ანდრე ონანას გაყიდვას არ აპირებს.

"ონანა ფანტასტიკური გოლკიპერია, ის მუდმივად პროგრესირებს და თავის შესაძლებლობებს ანვითარებს. ანდრე გუნდისთვის ძალიან ფასეული მოთამაშეა. "აიაქსის" ირგვლივ სატრანსფერო ჭორები ყოველთვის იქნება. ტოპ-კლუბები ბევრი ჩვენი ფეხბურთელისთვის იბრძვიან, მაგრამ ონანა არ იყიდება. ჩვენ გვსურს ის რაც შეიძლება ხანგრძლივი ვადით შევინარჩუნოთ." - განაცხადა ყოფილმა ჰოლანდიელმა მეკარემ.

22 წლის ონანა "ბარსელონას" აღზრდილია. 2015 წლის იანვარში კამერუნელი გოლკიპერი "აიაქსში" გადავიდა, სადაც 107 მატჩი ჩაატარა და 87 გოლი გაუშვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    პეპ გვარდიოლა
    სტუმარი [?]
    #1 27 ნოემბერი 2018 17:38
    2
    დე ლიგტი და დეიონგი გამოუშვით, ონანა გყავდეთ თქვენ