ანდრეს ინიესტამ ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.
"არ იყო საჭირო "ბარსას" ან "რეალის" გულშემატკივარი ყოფილიყავი, რათა გაგეგო, რომ სიტუაცია უსიამოვნო იყო. და ამ ისტორიაში საკვანძო ფაქტორად მოურინიო გამოდიოდა.
ამის შეუმჩნევლობა მხოლოდ ფანატიკოსს შეეძლო. წინა დაპირისპირება სიძულვილში გადაიზარდა. ასეთი ატმოსფერო გაძლიერდა, ეს აუტანელი იყო.
"ბარსასა" და "რეალს" შორის მოურინიოს მიერ შექმნილმა დაძაბულობამ, ესპანეთის ნაკრები და ფეხბურთელები ძლიერად დააზარალა." - განაცხადა ინიესტამ.
მოურინიო "რეალში" 2010-2013 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში, პორტუგალიელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]