კოკე: სირცხვილია, რომ "ბარსელონასთან" თამაში ვერ მოვიგეთ

კოკე: სირცხვილია, რომ "ბარსელონასთან" თამაში ვერ მოვიგეთ

"ატლეტიკოს" ნახევარმცველი, კოკე, რომელმაც "ბარსელონასთან" შეხვედრაში მადრიდულ კლუბს უკაპიტნა, დამწუხრებულია იმით, რომ მისმა გუნდმა ბოლო წუთებზე მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 

"ძალიან ჩაკეტილი მატჩი იყო. მთელი თამაშის განმავლობაში, ფაქტიურად, არაფერი მომხდარა, თუ იმ მომენტს არ ჩავთვლით, როცა დიეგო კოსტას გატანა შეეძლო. 

წინ გასვლა მოვახერხეთ და სირცხვილია, რომ ვერ მოვიგეთ. თუმცა, "ბარსა" "ბარსაა". მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც დიდი შესაძლებლობები აქვთ. 

"ბარსელონა" ბურთს აკონტროლებდა და მოედანზე დომინირებდა, მაგრამ ჩვენ თავს მაინც კომფორტულად ვგრძნობდით. 

სატურნირო ცხრილში ასეთი სიმჭიდროვე ჩემპიონატს გულშემატკივრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის". - ციტირებს კოკეს სიტყვებს Football España. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ნოემბერი 2018 15:24
    4
    რომ მოგეგოთ ის იქნებოდა ფეხბურთის სირცხვილი შე სირო!
    Culé [?]
    #4 26 ნოემბერი 2018 12:23
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ზოგადად სირცხვილი ამათი არსებობაა, მიმიფურთხებია სიმეონესთვისაც, კოკესთვისაც, მთელი ატლეტიკოს შტაბისთვის მფოლებიან ფანებიანად.

    100% - მეეეეც!!! ვერ ვიტან ატლეს და მისთანებს, 11 "უტრ-ო" კაცი საჯარიმოში რომ დგას!!! rage rage rage
    [?]
    #3 26 ნოემბერი 2018 02:56
    15
    ზოგადად სირცხვილი ამათი არსებობაა, ის რო ესენი ამ ანტიფებურთით ტიტულებს იგებენ და მოწინავე პოზიციებზე არიან ესაა სირცხვილი. სასწრაფოდ რამე ახალი წესია მოსაფიქრებელი რო სიმეონეები მაურინიოები და ეგენი მიწაში ჩავიდნენ და თავი აღარ ამოყონ, გაწვრთნან კატანიები და სეტუბალები მარა არასდროს იყვნენ ლიგის ფინალებში. სირცხვილია რო რეალურად ამ ატლეტიკოს მართლა შეუძლია ლიგის ფინალში გასვლა, ყველა თამაშში შეუძლია გადარაზოს ყველაფერი და წინ 1 კუთურით გავიდნენ. 2 თამაშიანში ამათთან ფავორიტი ვერავინ იქნება და სირცხვილია ეგ. და კიდე ბარსელონას სირცხვილი რო მოახერხეს გოლის გაშვება გუნდისგან რომელიც არ გვიტევდა. როგორ უნდა წააგო ესეთ გუნდთან მარა ჰაა, დემბელე რო არა წაგებული გვქონდა. მაშინ მოუნდა დაცვას მორიგი სლეობის გაკეთება, მაშინ გაჩნდა რაფინია კოშტას მეურვედ, მაშინ ჩაიჩოქა ამ ტერ შტეგენმაც და აჰა. ღმერთი მაინც რატო წყალობთ კაცო ესეთ გუნდებს არ ვიცი. მოკლედ გული ამერია გუშინდელ თამაშზე. შეიძლება რეალს და ბარსას კრიზისი ქონდეთ და მწვრთნელებათ მოყვარული ვალვერდე და სოლარი ყავდეთ მარა ამას მაინც არავინ იკადრებს რასაც სიმეონე კადრულობს. გავკარი მაგის ბრძოლისუნარიანობას და მაგარ ტიპობას, ტიპი ფეხბურთის ნ1 მტერია მაურინიოსთან ერთად. სამწუხაროდ ვალვერდეც მაგათ ბანაკში უფროა ვიდრე გვარდიოლასნაირებში მარა ვალვერდე და ბარსა არასდროოს იკადრებენ ესე თამაშს როგორი ჩას..ლიც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გეშინოდეს მეტოქის. ტიპებს პირიდანაც კი მძღ... გადმოსდიოდათ შიშისგან მესი როო ბურთს იღებდა. და ხელებს რო იქნევდა სიმეონე, ისე ითხოვდა მხარდაჭერას თითქოს სანახაობა დადგეს, დაგაჭერინათ დემბელემ? ან იმ ფანების თავში ჩამახედა ამას როუყურებენ და რო მოწონთ და რო არ უსტვენენ, დაილოცოს ის ატლეტიკო რომელიც 4 ულისთვის იბრძოდა და ვერაფერს იგებდა ზატო 4-3 ები რჩებოდა ბარსასთან, აგუეროები ფორლანები და ტორესები შეტევაზე იყვნენ დაგეშილები და გუნდი იყო ვისი თამაშის ყურებაც მსიამოვნებდა. მიმიფურთხებია სიმეონესთვისაც, კოკესთვისაც, მთელი ატლეტიკოს შტაბისთვის მფოლებიან ფანებიანად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 ნოემბერი 2018 23:26
    1
    ციტატა: Johan cruyff13
    არა მგონია ასე ეთქვა რომ სირცხვილია რომ ვერ მოვიგეთო, მგონია რომ თარგმანის პრობლემაა.

    "When you go ahead you always want to win, so it was a shame to draw."

    თუმცა ისიც დაამატა, რომ ფრე სამართლიანი შედეგი იყოო.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    cule
    სტუმარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2018 23:20
    1
    ეს იყო ისეთი თამაში, როდესაც ერთი გუნდი ცდილოობდა ფეხბურთი ეთამაშა, მეოორე კიდევ ხელს უშლიდა. მაგარი უინტერესო თამაში იყო.ასეთი ჩაკეტილი თამაში ყოველთვის ულამაზო და უინტერესოა. მომენტები ფაკტიურად არ შექმნილა.რამდენი გოლიც გავიდა, იმდენი მომენტი იყო. ასეთი გუნდები, როგორიც ატლეტიკოა კლავენ ლამაზ ფეხბურთს.