ალბა: კონტრაქტის გახანგრძლივების შემოთავაზება ჯერ კიდევ არ მიმიღია

ალბა: კონტრაქტის გახანგრძლივების შემოთავაზება ჯერ კიდევ არ მიმიღია

"ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ, ჟორდი ალბამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ყურადღება სხვა თემაზე გაამახვილა. 

"ბარსელონასგან" სიახლეები არ მაქვს. 

არ ვიცი, რას ფიქრობენ კლუბში ჩემზე, რადგან კონტრაქტი იწურება, გახანგრძლივების შემოთავაზება კი ჯერ კიდევ არ მიმიღია. 

ჩემი სურვილია, კარიერა აქ დავასრულო, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი იგივეს არ ფიქრობენ. 

მარცხენა მცველი თამაშსაც შეეხო: 

"მეტოქეზე მეტის შექმნა ვცადეთ, თუმცა მათ სივრცეებში შეღწევა ადვილი არაა. კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ ცუდი შედეგი არც ფრეა. 

"ატლეტიკოს" ფეხბურთელებს შეტევაც კარგად შეუძლიათ, მიუხედავად ამისა, დაცვას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, რადგან სიმეონეს ასეთ სტილს შედეგი მოაქვს". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 25 ნოემბერი 2018 16:17
    0
    ციტატა: ROUCH
    რას უბერავენ ესენი, ვინ ყავთ ამაზე უკეთესი ან ვინ ეგულებათ

    უეჭველი ალაბაზე ფიქრობენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ნოემბერი 2018 13:32
    1
    რას უბერავენ ესენი, ვინ ყავთ ამაზე უკეთესი ან ვინ ეგულებათ