სერხიო ბუსკეტსმა "ბარსელონას" მაისურით მე-500 მატჩი ჩაატარა

სერხიო ბუსკეტსმა "ბარსელონას" მაისურით მე-500 მატჩი ჩაატარა

ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩი, "ატლეტიკოსთან" (1:1), "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველისთვის, სერხიო ბუსკეტსისთვის საიუბილეო გამოდგა.

ესპანელმა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით, კლუბის ისტორიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას 535 ჩატარებული მატჩით "ბარსას" ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი უსწრებს, ხოლო ლიდერი ჩავი ერნანდესია, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 769 შეხვედრა ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2018 12:00
    1
    მალე 600 მოგველოცოს