1-1 "ატლეტიკოსთან": "ბარსელონას" ლიდერობა უსმან დემბელემ შეუნარჩუნა
რამდენიმე წუთის წინ, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მადრიდის "ატლეტიკოს" და "ბარსელონას" დაპირისპირება დასრულდა.
თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბურთს "ბარსა" ფლობდა, უამრავ პასს აკეთებდა და სტანდარტებს ასრულებდა, მაგრამ სახიფათო მომენტი, გუნდს, პრაქტიკულად, თამაშის ბოლომდე არ შეუქმნია.
ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა. დიეგო კოსტას სეზონის სადებიუტო გოლი მასპინძლების პირველ შეტევას მოყვა. ამის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ ცვლილებები განახორციელა. მოედანზე ახლად გამოსულმა უსმან დემბელემ 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, კატალონიელებს ქულა მოუტანა და ლიდერობაც შეუნარჩუნა.
შედეგად, 13 ტურის შემდეგ, "ბარსელონას" 25 ქულა აქვს, "ატლეტიკოს" კი - 24.
"ბარსა" მომდევნო ტურში "ვილიარეალს" შეხვდება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პსვ-ს ეწვევა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]