სილესენის ჰოლანდიამ დემბელეს საფრანგეთი დაამარცხა [ვიდეო]

სილესენის ჰოლანდიამ დემბელეს საფრანგეთი დაამარცხა [ვიდეო]

UEFA-ს ერთა ლიგაზე, პირველ ჯგუფში, ჰოლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს უმასპინძლა. 

პირველი ტაიმის ბოლოს, ფრანგი მცველების ცუდი თამაშით ჯორჯინიო ვეინალდუმმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მეორე გოლი კი შეხვედრის მე-6 დამატებულ წუთზე, მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. 

იასპერ სილესენი სასტარტო შემადგენლობაში იყო, უსმან დემბელე კი თამაშში 65-ე წუთზე, ოლივიე ჟირუს ნაცვლად ჩაერთო და მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=d0rxHe7g2n8]

7 ქულით, ჯგუფს მაინც საფრანგეთი ლიდერობს, თუმცა დიდიე დეშამის გუნდს ჰოლანდიასთან, რომელსაც ერთით ნაკლები, 3 თამაში აქვს ჩატარებული მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. გერმანიის ნაკრებს კი 3 მატჩის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 17 ნოემბერი 2018 14:31
    4
    აიი ძაან გამისწორდა აფრიკის გაერთიანებულმა ნაკრებმა რო წააგო ბლიად საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უნდა ერქვას ამას ეხა სუ რამდენი ფრანგია მთლიანად ნაკრებში რავი ცალი ხელის თითებზეც ჩამოითვლება
    Culé [?]
    #2 17 ნოემბერი 2018 14:23
    3
    ძალიან მიხარია ჰოლანდიის დაბრუნება დღეის გადმოსახედიდან დიდი მომავალი აქვს ამ გუნდს ბაბელის მაგივრად კლიუვერტი და ეგაა ოღონდ უნდა მოუმატოს ჯასტინმა
    Dachi8Color
    სტუმარი [?]
    #1 17 ნოემბერი 2018 13:52
    5
    ბიჭოოო ამ ქვეყანას ჰოლანდია არ ქვია გაიგეთ რა , მწერლები ხართ და ცოტა განათლება ხომუნდა გქონდეთ , "ნიდერლანდები" ან "ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო". კონსტიტუციაში ასე უწერიათ. ათასი ბავშვი კითხულობს და უჩნდებათ ასოციაცია რომ ჰოლანდია ქვეყნის სახელია და ნუშეგყავთ რა შეცდომაში. ეგ იგივეა რაც - კახეთმა ანდორასთან ფრე ითამაშა. ჰოლანდია არის პროვინცია ნიდერლანდში , და ისიც იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდიათ.