ივან რაკიტიჩის ხორვატიამ ბუსკეტსის, ალბას და რობერტოს ესპანეთი ბოლო წუთზე დაამარცხა

  • 16-11-2018, 01:45
  • WinGs
  • 2
ივან რაკიტიჩის ხორვატიამ ბუსკეტსის, ალბას და რობერტოს ესპანეთი ბოლო წუთზე დაამარცხა

ერთა A ლიგის მე-4 ჯგუფში, ზაგრებში, ერთმანეთს ხორვატიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, 54-ე წუთზე, ანდრეი კრამარიჩის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა წონასწორობა რამდენიმე წამში აღდგა. თავი დანი სებალიოსმა გამოიჩინა. ხორვატია წინ კიდევ ერთხელ 69-ე წუთზე გავიდა, მაგრამ ტიმ იედვაის გოლს ესპანელებმა ისევ უპასუხეს. დაახლოებით 10 წუთში, სერხიო რამოსმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. გადამწყვეტი ბურთი კი დამატებულ წუთებზე გავიდა: იედვაიმ დუბლი გაუფორმა და ბალკანელებს 3 ქულა მოუტანა. 

"ბარსელონას" ფეხბურთელებიდან, ამ მატჩში მონაწილეობა ივან რაკიტიჩმა (67 წთ.), სერჟიო ბუსკეტსმა, სერჟი რობერტომ და ჟორდი ალბამ მიიღეს. 

ჯგუფში მდგომარეობა ასეთია: 4 თამაშის შემდეგ, ესპანეთს 6 ქულა აქვს, ხორვატიას და ინგლისს კი - 3 თამაშის შემდეგ - 4-4. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #2 16 ნოემბერი 2018 10:50
    1
    რა ბილეთი გამისხა თითქმის 800 ლარს ვიგებდი 12 კუში მქომდა გადაბმული და , როგორ გაგინოთ ბანი ახალი მოხსნილი მაქ
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 ნოემბერი 2018 02:01
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    რობერტომ ესპანეთის ნაკრებშიც თოხლა რა ვეღარ უნდა მიხვდნენ ეს ვალვერდე და ენრიკე რო დაცვაში მინუს უსასრულობაა

    დანი დაბრუნდება და.... relieved