"ბარსელონას" ფონდმა დევნილთა დასახმარებლად 6 მილიონი ევრო გამოყო

  • 14-11-2018, 23:50
  • "ბარსელონას" ფონდმა დევნილთა დასახმარებლად 6 მილიონი ევრო გამოყო

    "ბარსელონას" ფონდმა საბერძნეთში, ლიბანსა და იტალიაში მყოფ დევნილთა დასახმარებლად 6 მილიონი ევრო გამოყო, იტყობინება Marca.

    სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც ამ მოვლენას ეძღვნებოდა, კატალონიური კლუბის ყოფილი მცველი, ლილიან ტურამი დაესწრო, რომელიც "ბარსელონას" წარმომადგენლის სტატუსით 4 დღით ლიბანში გაემგზავრა.

    "იქ თქვენ გაიგებთ, რომ ფეხბურთს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია, რადგან როდესაც ბავშვები თამაშობენ, ისინი ყველა თანასწორები არიან." - აღნიშნა ტურამმა.

    "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერმა კი განმარტა, თუ რატომ გამოყო კლუბმა ასეთი თანხა.

    "ჩვენ ამაში მონაწილეობა უპირობოდ გადავწყვიტეთ, ციფრების შეზღუდვის გარეშე.

    მსოფლიოში 68 მილიონამდე დევნილია, რომლის 50 პროცენტიც ბავშვებია.

    მათ ამ კონფლიქტების გამო პასუხისმგებლობა არ აკისრიათ და ჩვენ გვსურს, რომ ბევრმა კვლავ იპოვოს საკუთარი ღირსების გრძნობა." - განაცხადა კარდონერმა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bua7 წევრი [?]

    15 ნოემბერი 2018 12:34

    ბავშვები და ზღაპრები თქვენ გამოლიბერასტებულ კიტრებს მოუყევით ბართომეუ

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge