ოფიციალურად: ჟორდი ალბა ნაკრებში დაბრუნდა

რამდენიმე წუთის წინ ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ "ფურია როხაში" ჟორდი ალბა დაბრუნდა, რომელიც ეროვნულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად იხმეს.
ალბას გარდა ნაკრეში უხმეს სერხიო ბუსკეტსსა და სერჟი რობერტოს.
ესპანეთის სრული განაცხადი: დე ხეა, კეპა არისაბალაგა, პაუ ლოპესი; ხონი ოტო, ასპილიკუეტა, ლიორენტე, სერხიო რამოსი, მარიო ერმოზო, ინიგო მარტინესი, გაია, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო; სერხიო ბუსკეტსი, ფორნალსი, ბრაისი, საული, სებალიოსი, როდრი; სუსო, როდრიგო, იაგო ასპასი, მორატა, ისკო, ასენსიო.
15 ნოემბერს, ერთა ლიგაზე, ესპანეთი ხორვატიას სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს, ბოსნიას ამხანაგურად უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]