რაიკაარდის მეასე მოგება

რაიკაარდის მეასე მოგება

"ბეტისთან” გამარჯვება რიგით მეასე გამოდგა რაიკაარდისთვის ოფიციალურ შეხვედრებში მას შემდეგ, რაც იგი "ბარსელონას” ჩაუდგა სათავეში. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია 4 წლის განმავლობაში.

პირველი და ორმოცდამეათე

პირველი გამარჯვება რაიკაარდმა "ბარსელონას” მწვრთნელობის პირველივე მატჩში იზეიმა, როდესაც 2003 წლის 30 აგვისტოს გასვლაზე "მალიორკა” ფილიპ კოკუს მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. 2005 წლის 26 ოქტომბერს კი "ბარსელონამ” რაიკაარდის ხელმძღვანელობით 50-ე გამარჯვება მოიპოვა, მაშინ გუნდის მეტოქე "მალაგა” იყო, რომელიც კატალონიელებმა 2:0 დამარცხეს.

კარგი მაჩვენებელი

მას შემდეგ, რაც რაიკაარდი "ბარსელონას” სათავეში ჩაუდგა, გუნდმა შეხვედრების 61.34% მოიგო. 163 მატჩიდან კლუბმა 100 მოიგო, 38 ფრედ ითამაშა და 25 წააგო.

მოგებების რეკორდი

ერთ სეზონში მოგებული თამაშების მაქსიმალური რაოდენობა არის 25. ამ შედეგს კლუბმა 2004-05 და 2005-06 წლებში მიაღწია, როდესაც ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. 2003-04 წლების სეზონში "ბარსელონამ” 21 შეხვედრა მოიგო, ხოლო გასულ სეზონში 22. წელს კი გუნდმა უკვე 7 შეხვედრა მოიგო.

ორი მოგება "ბერნაბეუზე”

კლუბის ისტორიაში რაიკაარდი რჩება ერთადერთ მწვრთნელად, რომლის ხელმძღვანელობითაც "ბარსელონამ” "სანტიაგო ბერნაბეუზე” "რეალის” ორჯერ დმარცხება შესძლო. ბლაუგრანამ სამი ქულა მადრიდიდან წამოიღო 2003-04 (2:1) და 2005-06 (3:0) წლების სეზონებში.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.