ხავიერ ტებასი: მესისა და რონალდუს არყოფნით "ელ კლასიკო" არაფერს კარგავს

  • 27-10-2018, 15:53
  • ხავიერ ტებასი: მესისა და რონალდუს არყოფნით "ელ კლასიკო" არაფერს კარგავს

    ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მოახლოებულ დაპირისპირებაში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლვავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს არმონაწილეობაზე საუბრობს.

    როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად "ელ კლასიკო" მესისა და რონალდუს გარეშე გაიმართება. ლეოს შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა, კრიშტიანუ კი "რეალში" აღარ თამაშობს.

    "ვფიქრობ, "კლასიკოში" არყოფნით მესი და კრიშტიანუ კარგავენ რაღაცას და არა პირიქით.

    ჩემი აზრით, უმაღლესი დონის თამაში იქნება. "ბარსელონა" და "რეალი" დიდებული გუნდები არიან და სწორედ ესაა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონკრეტული ფეხბურთელები. ვფიქრობ, სტრატეგიულად მესისა და რონალდუს არყოფნა კარგი იქნება.

    "კლასიკო" ლა ლიგის ვარსკვლავური პროდუქტია. გვინდა, ასეთი რაც შეიძლება ბევრი მატჩი იყოს, მაგრამ "კლასიკო" დიდებული პროდუქტია, რომელზეც უნდა ვიმუშავოთ და კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ, რათა მთელი მსოფლიოს ყველა გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი გახდეს." - ტებასის ამ სიტყვებს AS ციტირებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    FCB s7evin ფანი [?]

    27 ოქტომბერი 2018 17:19

    მაშ მტყვანის დედაც მე მოვსტყან

    0
    გასულია
    levin13 წევრი [?]

    27 ოქტომბერი 2018 16:33

    ციტატა: publius kornelius
    აუ ეს რა პიტალოა

    ამას შიგ არ ქონდეს ნეტა ...

    და სად ეძებს ხომ იცი😂😂😂

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV