“ბარსელონა”-”ბეტისი” – მატჩისშემდგომი კომენტარები

“ბარსელონა”-”ბეტისი” – მატჩისშემდგომი კომენტარები

"ბეტისთან” შეხვედრაში "ბარსელონამ” "ნოუ კამპზე” თავისი მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, რომლის შედეგადაც გუნდმა ლიდერ "რეალთან” ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. გარდა ამისა პოზიტიურად შეფასდა რონალდინიოს თამაშიც, რომელიც სევილიელების კარში გატანილი 3 გოლიდან ორის ავტორია.

"ბარსელონას” ფეხბურთელები "ბეტისთან” გამარჯვების შემდეგ კმაყოფილნი იყვნენ როგორც შედეგით, ასევე თამაშით. ფეხბურთელები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ბურთის კონტროლს და ფლანგებზე სწრაფ თამაშს.

ჩავი:

"ჩვენ კმაყოფილები ვართ. გუნდი თავდაჯერებულად თამაშობდა. ჩვენ ვითამაშეთ შესანიშნავი თამაში და ახლა ლიდერს ერთი ქულით ჩამოვრჩებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თამაშში დინამიკა ბრუნდება. ჩვენ მოედანზე თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. პირველი გოლის გატანა გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე საკუთარ ნახევარზე მოქმედებდა, მაგრამ ჩვენ ეს მაინც მოვახერხეთ. ჩვენ კარგად ვთამაშობდით სწრაფ ფასებზე. რონალდინიო ყოველ წუთას ჩვენთან იყო, მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაიბრწყინოს, ის ჩვენ გვჭირდება”.

ბოიანი:

"მე ვდილობ, რომ ბურთთან ჩემი ყოველმა შეხებამ მეტოქის კართან საიფათო მომენტი შექმნას. "ბეტისი” ღია ფეხბურთს თამაშობდა და მცველები დაიღალნენ, რის გამოც მე შემეძლო მოედანზე ადვილად მანევრირება. რონალდინიომ დაამტკიცა, რომ ნელ-ნელა უბრუნდება თავის კონდიციებს და მალე იქნება ისეთივე, როგორც ადრე. მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ანრისთან, თამაშამდე მან მითხრა, რომ თავის გოლს იგი მე მომიძღვნიდა”.

ინიესტა:

"ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში გასვლაზე, საკუთარ მოედანზე მნიშვნელოვანია გულშემატკივრებს თამაშის შემდეგ დარჩეთ შთაბეჭდილება, საკუთარ მოედანზე თამაში ყოველთვის უფრო ადვილია. ჩემპიონატში ძალზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, გუნდმა ყოველთვის უნდა გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი”.

ტურამი:

"ეს იყო ძალზე რთული მატჩი. პირველ ტაიმში ჩვენ უამრავი მომენტი გვქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გასვლაზე კარგი თამაში. "ნოუ კამპზე” თამაშის დროს ჩვენ სირთულეები არ გვხვდება, ხოლო გასვლაზე თამაში გვიჭირს. გასვლაზე ხშირად ბურთის ართმევაზე გვიწევს თამაში, ხოლო "ნოუ კამპზე” მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე თამაშობს და ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ”.

ვალდესი:

"ეს იყო ლამაზი თამაში. გულშემატკივრებმა ნახეს "ბარსა”, რომელიც ხშირად თამაშობდა პრსინგს, ცდილობდა დიდხანს შეენარჩუნებინა ბურთი და დაკარგვის შემთხვევაში მალევე იბრუნებდა მას. ლიდერთან სხვაობის შემცირება ყოველთვის კარგია და აწი ჩვენ შევეცდებით ვიქცეთ ლიდერებად.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.