ესპანეთის თასზე "ბარსელონას" მეტოქე ცნობილია

ესპანეთის თასზე "ბარსელონას" მეტოქე ცნობილია

ცოტა ხნის წინ გაიმართა ესპანეთის თასის 1/16-ფინალის წილისყრა, რომელმაც ამ ეტაპზე "ბარსელონას" მეტოქე გამოავლინა. კატალონიური კლუბი მე-3 დივიზიონში მოთამაშე "კულტურალ ლეონესას" დაუპირისპირდება.

"ბარსა" პირველ მატჩს სტუმრად, 31 ოქტომბერს ჩაატარებს. "კამპ ნოუზე" განმეორებითი თამაში 5 დეკემბერს გაიმართება.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან და ოთხივე მატჩი "ბარსამ" ისე მოიგო, რომ გოლიც არ გაუშვია. 1956 წელს, ესპანეთის ჩემპიონატში, კატალონიელებმა შინ 4:0 და სტუმრად 1:0 იმარჯვეს. 2009 წელს, თასზე, "ბარსელონამ" სტუმრად 2:0 მოიგო, ხოლო საკუთარ კედლებში 5:0. ბოლო ორ შეხვედრაში მონაწილეობა ლიონელ მესიმ, სერხიო ბუსკეტსმა და "ბარსას" ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა მიიღეს. მესიმ ერთი გოლიც გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ოქტომბერი 2018 21:32
    0
    რა თქმა უნდა, მეორე შემადგენლობა ითამაშებს. მშვენიერი შანსი მათთვის, ვინც ძირითადში თამაშისთვის იბრძვის.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2018 19:17
    0
    ბარსა 10:0 ლეონენსა :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2018 15:36
    6
    მირანდა, ვაგე, პუჩი, ალენია, მალკომი, ო.ბუსკეცი, არტურო, ესენი უეჭველი უნდა იყვნენ მოედანზე, იმედია აქ მაინც მიცემს შანსს ბიჭებს
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    „Més que un club“
    სტუმარი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2018 15:32
    3
    აუ ეს რა ბანძი გუნდია რეალმა 7-1 გაანადგურა პირველი მატჩი და მეორე 6-1 ამიტომ ძალიან მაგარ თამაშს ველი ბარსელონას შესრულებით
    avto
    სტუმარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2018 15:20
    2
    უეჭველი დიდი ანგარიშით აქვთ მოსაგები.