"რეალი" "ბარსელონას" აშშ-ში თამაშის წინააღმდეგია

"რეალი" "ბარსელონას" აშშ-ში თამაშის წინააღმდეგია

მადრიდის "რეალი" "ჟირონასა" და "ბარსელონას" შორის იანვარში გასამართი მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების წინააღმდეგია. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Cadena Ser-მა მადრიდელთა მიერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

წერილს ხელს "რეალის" გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩეს პერიანესი აწერს. წერილში საუბარია იმაზე, რომ ერთი თამაშის ააშ-ში ჩატარება თანაბარი კონკურენციის პრინციპს არღვევს, რადგან მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე იმართება. მადრიდელთა ამ პოზიციაში იგულისხმება ის, რომ "ბარსელონას" ერთით ნაკლები გასვლითი თამაში მოუწევს, რადგან მაიამიში "ჟირონას" მოედნის უპირატესობა არ ექნება.

"რეალის" წერილს უკვე გამოეხმაურა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი: "მსგავს რამეს ველოდი. თუმცა, თამაში ამერიკაში აუცილებლად გაიმართება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 19 ოქტომბერი 2018 02:10
    0
    tebas gadmodi chvenken
    Luka97
    სტუმარი [?]
    #1 18 ოქტომბერი 2018 20:20
    0
    ამ ტებასმაც რა აიჩემა ეს სიდებილე