შეჯამება: "ბარსელონას" ფეხბურთელების თამაში ნაკრებებში

შეჯამება: "ბარსელონას" ფეხბურთელების თამაში ნაკრებებში

წარმოგიდგენთ, 2018/19 წლების სეზონის მეორე სანაკრებო დაპირისპირებების შეჯამებას "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის.

უსმან დემბელე (საფრანგეთი) - ფრანგმა სულ 67 წუთი ითამაშა ისლანდიასთან (2-2) შეხვედრაში. მან ასევე ითამაშა გერმანიის წინააღმდეგ - უსმანი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია) - მან ჰოლანდიის და საფრანგეთის წინააღმდეგ მთელი თამაში სკამზე გაატარა.

იასპერ სილესენი (ჰოლანდია) - სილესენმა გერმანიის (3-0) და ბელგიის (1-1) წინააღმდეგ მატჩებში შეუცვლელად ითამაშა.

ტომას ვერმალენი (ბელგია) - მან ითამაშა შვეიცარიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან და მიიღო ტრავმა 73-ე წუთზე, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი) - მან უელსის წინააღმდეგ თამაში (4-1) სათადარიგოთა სკამზე გაატარა, თუმცა შეუცვლელად ითამაშა ინგლისის წინააღმდეგ (2-3).

ივან რაკიტიჩი (ხორვატია) - რაკიტიჩმა ინგლისის წინააღმდეგ(0-0) ითამაშა 90 წუთი, თუმცა დაისვენა იორდანიის წინააღმდეგ (2-1)

ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია) - კოუტინიომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ მატჩი (2-0) სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მის ნაცვლად კი არტური გამოვიდა. ფილიპემ არგენტინასთან მატჩი შეუცვლელად ითამაშა (1-0).

არტური (ბრაზილია) - როგორც აღვნიშნეთ, ის საუდის არაბეთის წინააღმდეგ მატჩში 72-ე წუთზე ჩაერთო. კოუტინიოს მსგავსად, არტურმაც არგენტინის წინააღმდეგ მატჩი სრულად ჩაატარა.

მალკომი (ბრაზილია) - ის არგენტინის და საუდის არაბეთის წინააღმდეგ სათადარიგო ფეხბურთელი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ოქტომბერი 2018 22:37
    1
    ვერმაელენი = ტრავმაელენი ....გინდ გყოლია გუნდში გინდა არა :(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
    PHILIPE COUTINHO 14
    სტუმარი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2018 20:30
    2
    გოლი არცერთს არ გაუტანია > ეს ცუდია...
    Culé [?]
    #2 17 ოქტომბერი 2018 19:39
    3
    აი წელს რაცდაიწყო ახალი სეზონი მე მაგალითად წინა სეზონს მირჩევნია არა ვალვერდე რო სირკაცაა ეს ყველამ ვიცით მაგრამ ლალიგაში თავის მოკვლა არღირს იმას არვამბობ რომ ლეგანიესებთან და ბილბაოებთან უნდა ვანიავოთ ქულები მაგრამ რაციყო იყო პრობლემის დანახვა ახლა უფრო საჭიროა ვიდრე სეზონის ბოლოს აქიდანვე გვეცოდინება რა როგორ უნდა და წელს ბარსა ლიგაზე ძალიან მოტივირებულია და ეს მომწონს გვაქვს წელს დიდი შანსი რეალმა როდაიკიდა შიდაჩემპიონატები და ვაფშე როარ ღლიდა სასტავს აი ისე მოიგო ლიგა ნურათქმაუნდა იქ სხვაფაქტორებიც იყო მარა უდიდესი როლი ითამაშა ამან შიდა ჩემპიონატი ეკიდა პირდაპირი მნიშვნელობით ხოდა ასე ქნან ამათმაც ქნან რა შვებიან უკვე ხოდა მალკომს რაცშეეხება ვალვერდე ბაბუა შენი ოჯახი მოვიკითხე რომ არ ათამაშებ ტრამვა არვიცი მე მაგარი ქლიავი კაცია სულტრამვა ხოარ ქონდა ეთამაშებინა მანადე სანამ ტრამვა მიიღო ან მერე დებილი
    ფანი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2018 19:08
    5
    შტეგენს ეკუთვნის შანსი