"ბარსას" ქალთა გუნდი მეტოქეთა განადგურებას აგრძელებს: 9-1 "რაიოსთან"

  • 15-10-2018, 10:49
  • "ბარსას" ქალთა გუნდი მეტოქეთა განადგურებას აგრძელებს: 9-1 "რაიოსთან"

    "ბარსელონას" ქალთა გუნდი პრიმერა დივიზიონში შთამბეჭდავ გამოსვლას აგრძელებს. კატალონიელებმა "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლეს და მეტოქე გამანადგურებელი სხვაობით, 9-1 დაამარცხეს. 

    "ბარსას" შემადგენლობა: პანოსი (მ), ანდრესა, ბონმატი (ანდონოვა 71') კალდენტეი, ხილი, გიხარო (ბუსალია 63'), ამრაუი, მაპი, პუტეიასი, სერანო (უააბი 59') ტორეხონი. 

    გოლები: 1-0 პუტეიასი 17', 2-0 ანდრესა 32' (პენ), 3-0 კალდენტეი 43', 4-0 პუტეიასი 44', 5-0 პუტეიასი 48', 6-0 პუტეიასი 58', 7-0 ბონმატი 60', 8-0 ანდრესა 67', 9-0 პერარნაუ 89' (ს. კ.), 9-1 ანხელესი 90'+1'. 

    "ბარსელონას" 4 თამაშიდან 4 დამაჯერებელი მოგება, 19 გატანილი და 2 გაშვებული გოლი აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას "ატლეტიკო" იკავებს, რომელსაც კატალონიელებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. 


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    15 ოქტომბერი 2018 18:46

    იმენა დედა უტირეს და რა გამოდის რო ლესბიანკები არიან? sweat_smile sweat_smile

    0
    SHOTAMESSI10
    SHOTAMESSI10 სტუმარი [?]

    15 ოქტომბერი 2018 12:58

    მეკარე ხაჭაპურზე გაუშვეს? smiley

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge