ალენიას დუბლი და "ბარსა ბ"-ს მარტივი მოგება [VIDEO]

ალენიას დუბლი და "ბარსა ბ"-ს მარტივი მოგება [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დიზივიონის მე-8 ტურში, "ბარსელონა ბ"-ს, თითქოს, რთული მატჩი ელოდა, მაგრამ ახალგაზრდა კატალონიელებმა "ონტინიენტი" სტუმრად იოლად დაამარცხეს.

7 ტურის შემდეგ, "ონტინიენტს" 12 ქულა ჰქონდა, ხოლო "ბარსა ბ"-ს - 11. მეტოქეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც კატალონიელებმა მარტივად შეწყვიტეს.

"ბარსელონამ" 3:0 მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიში მუხიკამ გახსნა, შესვენების შემდეგ კი, თავი დუბლით კარლეს ალენიამ გამოიჩინა.

8 ტურის შემდეგ, 14 ქულით, "ბარსელონა ბ" მეორე დივიზიონში გადამსვლელ ზონაში, კონკრეტულად კი მე-3 ადგილზე იმყოფება.

ონტინიენტი-ბარსელონა ბ 0:3

ბარსელონა ბ: ინიაკი პენია, გილიემი, ჩუმი, კუენკა, მინგესა (ბუსკეტსი 63), სარსანედასი, მაკგინი (მორერი 90), მონჩუ (რიკი პუჩი 73), მუხიკა, ალენია, კოლიადო

გოლები: 0:1 მუხიკა 10, 0:2 ალენია 65 (პენ), 0:3 ალენია 90

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ოქტომბერი 2018 18:37
    0
    ციტატა: publius kornelius
    სილესენის ჰოლანდიამ ტერშტეგენის გერმანია გაიმზისძირა. თან კაი ხოშიანად.

    :DD
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2018 14:32
    0
    კაია წარმატებები შემდეგ მატჩებშიც