"ბარსელონამ" მბაპეს დემბელე ამჯობინა

"ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჟოზეპ მარია მინგელა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, კატალონიურ კლუბს კილიან მბაპეს გადაბირების შანსი ჰქონდა, მაგრამ არჩევანი უსმან დემბელეს გაკეთდა.
"ბარსელონას" მბაპე შესთავაზეს. ფეხბურთელის მამამ მითხრა, რომ მის შვილს "ბარსელონაში" თამაში უნდოდა. თუმცა, კლუბის ტექნიკურმა დეპარტამენტმა მას დემბელე ამჯობინა." - განაცხადა მინგელამ Sin Consesiones-ის ეთერში.
ჟოზეპ მარია მინგელა "ბარსელონას" შიდა სამზარეულოში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანია. ის საფეხბურთო მრჩეველი და აგენტია, რომლის სახელსაც კატალონიურ კლუბში დიეგო მარადონას, ხრისტო სტოიჩკოვისა და ლიონელ მესის გადმოსვლა უკავშირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]