"ბარსელონამ" ლუის სუარესის ტრავმა დაადასტურა

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს მუხლის ტრავმა აქვს.

სუარესმა მუხლი წინა კვირაში, "ტოტენჰემთან" გამართულ მატჩში დაიზიანა. ამის მიუხედავად, მან გუშინ "ვალენსიასთან" ითამაშა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამხრეთ ამერიკელი სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს.

სუარესი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გამოსაჯანმრთელებლად საკმარისი დრო ექნება. "ბარსელონა" მომდევნო შეხვედრას 12 დღეში გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 8 ოქტომბერი 2018 18:18
    4
    მთელი გულით გილოცავთ ყველა ბარსას გულშემატკივარს, იმედია სეზონის ბოლომდე ვერ მორჩება.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #4 8 ოქტომბერი 2018 17:58
    1
    წონაში დაიკელი სუარეს
    წევრი [?]
    #3 8 ოქტომბერი 2018 15:15
    0
    4 2 3 1 ზე უნდა გადავიდეთ აშკაად არაა ეს სასტავი 4 3 3 ის სასტავი მესი მაჯვნივ აენებენ და სუ ცენტრში დგას და ნამდვილად კარგადაც მაგრამ იქითა ფლანქზე არაფერი ხდება გაირბენს სამედუ ფეხს გადაატარებს და უკან პასი თუ რამე შეტეა მიდის მარცხნიდან ან მესის წყალობით ამიტომ რო დაბალანსდეს შეტევა ჩემი აზრით ეს ტაქტიკა ყველას ჯობია.
    შტეგენი
    სმედო/რობერტო პიკე უმტიტი/ლენგლე ხორდი ალბა
    ბუსკეცი ვიდალი/რაკიტიჩი
    დემბელე/მალკომი მესი კოუტინიო/არტური
    სუარესი
    ესე ორივე ფლანგი დაბალანსდება და რასაც ვუყურებ ყველასე ეფექტურად მაგ პოზიციაზე თამაშობდნენ
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #2 8 ოქტომბერი 2018 15:07
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    მუხლის დისკომფორტით ამართლებენ ახლა ამის ფორმას .. ვსო მორჩა ამის ბომბარდირობა და პროდუქტიულობა .. გაუშვან ლიგა ერთში ისევ გაქაჩავს ...

    ისე რომ დავაკვირდეთ, უდიდესი პრობლემა იქმნება კოუტინიოს ირგვლივ ... განა ვერ თამაშობს ან მოკლებული აქვს, ან ვერ გაამართლა ... არა, უბრალოდ პიზიცია არ აქვს ბარსელონაში .. ფილიპი არის ზუსტად იმ ტიპის ფეხბურთელი, როგორცი მესია დღეს ბარსელონაში .. ცენტრში რო აყენებენ იქაც რაღაც აკლია და ვინგერზეც ვერ იქაჩება არ აქვს ის სისწრაფე რაც თუნდაც დემბელეს და ნაინარს ქონდა ... ტიპური გამტამაშებელია ფილიპი, 10 იანია და ვალვერდეს ბარსელონაში მესი ტამაშობს მანდ ...ცენტრი უკვაია მესის, ცოტა წინ დევს სუარესი და მარჯვნივ არავინ დგას .. კოუტინიომ უნდა იტამაშოს საჯარიმოს სიახლოვეს სიღრმეში შეწეულმა და იქნება მწვავე ნახევარმცველი გამჭოლი პასებით, უზუსტესი დარტყმებით .. აი როგორ მორიგდებიან ეგ და მესი არ ვიცი .. მესის ფლანგზე გადაწევა სისულელე იქნება , წინდაუკან ვერ ირბენს და იმდენი სივრცე გაჩნდება მარტო რობერტო ან სემედუ ვერანაირად ამოავსებს ,,, ეგეც რომ არა მესიზე კრეატიული და სახიფათო არავინ არაა მსოფლიოში როცა ათიანზე მიდგება საქმე ... გამოდის რო კოუტინიოს მაქსიმუმს ვერ ვნახავთ .. ვერგამოვწურავთ ამ ფეხბურთელს იმიტომ რომ არც ვინგერია და არც რვა ნომერი .. აუარი უნდა ეყიდათ თუ ვინმეში ვხედავ ინიესტას ეგ ბიჭია ... რათქმაუნდა მიხარია რო ჩვენთანაა ბრაზილიელი და ნამდვილი სუპერვარსკვლავია მარა მის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ვნახავთ ასე მგონია, თუ გარდატეხა არ მოხდა და სიღრმიდანაც დაიწყო გამწვავებაზე თამაში

    ვალიკოს ხელში არაფერი არ გამოვა და ვერავინ გაიბრწყინებს...ვერა!
    Culé [?]
    #1 8 ოქტომბერი 2018 15:02
    3

    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly