ერნესტო ვალვერდე "ვალენსიასთან" მატჩინ წინ

ერნესტო ვალვერდე "ვალენსიასთან" მატჩინ წინ

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ვალენსიასთან" გასამართი დაპირისპირების წინ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"არტურის სათამაშო თვისებები სხვებისგან განსხვავდება. ის გუნდს თამაშზე კონტროლის დაწესების საშუალებას აძლევს.

შესაძლებელია, "ვალენსიასთან" იგივე გუნდმა ითამაშოს, რომელმაც ლონდონში ითამაშა.

ხვალინდელი თამაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის მსგავსი იქნება. "ვალენსია" მაღალი დონის გუნდია, რომელიც 4-4-2 სისტემით თამაშობს და რომელიც კონტრშეტევაზე ბევრ პრობლემას ქმნის.

სუარესს ვარჯიში შეუძლია. ასეთ ფეხბურთელებს უნდა გავუფრთხილდეთ.

მესი ყოველთვის ერთნაირი განზრახვით თამაშობს. ლონდონში გამართული მატჩის სისწრაფე ძალიან მაღალი იყო. ვხედავ, რომ ლეო ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონატში სათამაშოდ მზადაა და ის ამას გვიჩვენებს.

ისტორიულად, თუ ჩემპიონთა ლიგას ვიგებთ, ლა ლიგასაც ვიგებთ. ორივე ამ ტიტულის მოგება გვინდა.

პიკეს, გარკვეულწილად, დასვენება სჭირდება, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

დემებელეს ბურთით თამაშის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მას ის პერიოდი უდგას, როდესაც უნდა ისწავლოს და განვითარდეს. "ბარსელონაში" ეს მარტივი არაა.

"მესტალიაზე" თამაში ყოველთვის რთულია. აქ ძნელი მატჩები გვაქვს ხოლმე.

ვიდალის პოსტი სოციალურ ქსელში? არ ვიცი, რას ეხებოდა ის. მას, ჩემთვის, არაფერი უთქვამს. სოციალურ ქსელებს თვალს არ ვადევნებ.

ფეხბურთი მათემატიკა არაა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უცვლელია - მოვიგოთ, ვიყოთ დომინანტები და გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 6 ოქტომბერი 2018 21:39
    8
    ვალვერდე მალკომი ათმაშე თორე გინება არ აგცდება