"ბარსელონა" - ანტირეკორდსმენი ლიდერი
- 30-09-2018, 17:38
-
Writer
- 3

ესპანეთის ჩემპიონატში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გათამაშების ლიდერს, 7 ტურის შემდეგ, ისეთი ცუდი შედეგი აქვს, როგორიც "ბარსელონას".
კატალონიურმა გუნდმა, საწყის 7 ტურში, მხოლოდ 14 ქულა მოაგროვა, მაგრამ ლიდერობისთვის ესეც საკმარისი გამოდგა.
მას შემდეგ, რაც ესპანეთში მოგებისთვის 3 ქულას იძლევიან, საწყის 7 ტურში ლიდერმა ასე ცოტა ქულა პირველად დააგროვა. აქამდე ანტირეკორდი "მალიორკას", "რეალსა" და "ატლეტიკოს" ეკუთვნოდათ, რომლებმაც 1998, 2005 და 2016 წლებში 15-15 ქულა დააგროვეს.
7 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი, 21 ქულა ორჯერ დაფიქსირდა (2013 და 2017 წლებში) და ორივე შემთხვევაში ამ შედეგის ავტორი "ბარსელონა" იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]