რას ერჩის ხესუს ხილ მანსანო "ბარსელონას"?

ხესუს ხილ მანსანოს რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის წითელი ბარათების ჩვენება ჩვევად აქვს ქცეული, ეს გუშინაც დადასტურდა. 34 წლის სპეციალისტმა მოედნიდან კლემან ლანგლე გააძევა, არადა, რამდენიმე წამით ადრე, ეპიზოდში დაზარალებულად თავად ფრანგი მცველი სცნო.
სტატისტიკოსებმა ერთი საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს. ლა ლიგის ბოლო 156 ტურში, "ბარსელონას" ფეხბურთელი მოედნიდან სულ 7-ჯერ გააძევეს და აქედან 3-ჯერ ეს გადაწყვეტილება ხესუს ხილ მანსანომ მიიღო. მან წითელი ბარათები 2015 წელს დანი ალვესს, 2017 წელს ნეიმარს და გუშინ კლემან ლანგლეს უჩვენა.
ამას ემატება 2017 წელს ესპანეთის თასზე "ატლეტიკოსთან" გამართულ მატჩში მოედნიდან სერჟი რობერტოსა და ლუის სუარესის გაძევება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]