"ბარსა ბ"-მ დამაჯერებლად მოიგო [VIDEO]

  • 23-09-2018, 11:40
  • "ბარსა ბ"-მ დამაჯერებლად მოიგო [VIDEO]

    გუშინ, "ბარსელონა ბ"-მ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრა გამართა და დამაჯერებლად მოიგო.

    ახლალგაზრდა კატალონიელები "კონკენსეს" ეწვივნენ, რომელიც მათ 3 ქულით უსწრებდა.

    ფრანსისკო პიმიენტას გუნდმა რაფა მუხიკას ბრწყინვალე თამაშით მოიგო - შეხვედრის სამივე გოლი 19 წლის ფეხბურთელმა გაიტანა.

    აღსანიშნავია მოედანზე ორიოლ ბუსკეტსის გამოჩენა. 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი 7-თვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

    "ბარსა ბ"-მ, რომელმაც გათამაშება ორი მარცხით დაიწყო, ბოლო 3 ტურში 7 ქულა აიღო და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

    კონკენსე-ბარსელონა ბ 0:3

    ბარსელონა ბ: კარევიჩი, გულემი, ჩუმი, კუენკა, მინგესა (მორერი 78), სარსანედასი, ბალუ (აბელ რუისი 73), რიკი პუჩი, მუხიკა, კოლიადო (ორიოლ ბუსკეტსი 89), კიკე სავერიო

    გოლები: 0:1 მუხიკა 48, 0:2 მუხიკა 52, 0:3 მუხიკა 70


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    SHOTAMESSI10
    SHOTAMESSI10 სტუმარი [?]

    23 სექტემბერი 2018 16:36

    წარმატებები

    0
    გასულია
    Spain5 [?]

    23 სექტემბერი 2018 12:54

    miranda da alenia pirvel gundtan iyvnen?
    da oriol busquets dziritadshi rato ar atamashebs

    0
    გასულია
    sergio busquets5 ფანი [?]

    23 სექტემბერი 2018 12:52

    კარგია წარმატებები აბა შემდეგ მატჩებშიც

    0
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    23 სექტემბერი 2018 12:36

    რიკი რამაგრად თამაშობს... ეტყობარო მაგათზე მაღლა დგას კლასით და მალეა გადმოსაყვანი პირველ გუნდში

    0
    --------------------
    Forca Barca!!!
    bembele
    bembele სტუმარი [?]

    23 სექტემბერი 2018 12:02

    აუ ის 7 ნომერი ვინაა?? ფერად კანიანი რაკარგად თამაშობსს

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV