ლეო მესი FIFA-ს დაჯილდოებას მაინც დაესწრება

ლეო მესი FIFA-ს დაჯილდოებას მაინც დაესწრება

"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალს იმის მიუხედავად დაესწრება, რომ ის სამეულში ვერ მოხვდა.

ლეო სამეულს მიღმა დარჩა, მაგრამ მისი ადგილი FIFPro-ს წლის გუნდში მოიძებნა. არგენტინელი, რა თქმა უნდა, ცერემონიაზე მიიწვიეს და მანაც უარი არ თქვა.

მესის ეს საქციელი კრიშტიანუ რონალდუს ქმედებების საპირისპიროა. პორტუგალიელი, როგორც წესი, არ ესწრება იმ ღონისძიებებს, რომლებზეც მას საუკეთესოს წოდება გარანტირებული არ აქვს. ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, UEFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის დროსაც, როდესაც საუკეთესოს წოდება რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა, ლუკა მოდრიჩმა მიიღო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 21 სექტემბერი 2018 21:58
    11
    წელს ღმერთის ნებით ლიგას დავდებთ და საერთოდ ტრებლს მოვიგებთ! ლეო კი ზღაპრულ რაღაცეებს ჩაიდენს! heart_eyes heart_eyes
    Culé [?]
    #2 21 სექტემბერი 2018 19:55
    12
    მართალია ძმებიი წელს მეეც მიგრძნობს გული რო ლიგა დაიდება
    და საერთოდ მგონია რო ტრებლი დაიდება... მესი შეუდარებელი იქნება და მომავალ წელს ოქროს ბურთს აირტყამს მგონიი
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 21 სექტემბერი 2018 19:15
    14
    წელს გული მიგრძნობს რომ ლიგას მოვიგებთ და მესიც ბომბარდირი გახდება ლიგის . ასევე ლა ლიგასაც დავდებთ და მესიც 30+გოლს გაიტანს