პსვ ბარსელონას შესანიშნავი განწყობით ეწვევა

პსვ ბარსელონას შესანიშნავი განწყობით ეწვევა

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის ოთხივე წარმომადგენელმა ქვეყნის ჩემპიონატების თამაშები დღეს გამართა. ორმა მათგანმა საკუთარ კედლებში წააგო, ორმა კი - სტუმრად მოიგო.

"ბარსელონამ" "რეალ სოსიედადი", ტრადიციულად რთულ მატჩში, სტუმრად ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პსვ

კატალონიელთა მომდევნო მეტოქემ, ეინდჰოვენის პსვ-მ, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში, "დენ ჰააგი" სტუმრად 7:0 გაანადგურა. დუბლი გაიფორმეს გასტონ პერეირომ და "ბარსელონას" ერთ-ერთმა სამიზნემ, ინვინგ ლოსანომ. თითო გოლი კი ბერგვეინმა, ლუკ დე იონგმა და გუტიერესმა გაიტანეს.

პსვ, 5 თამაშში 5 მოგებით, ჰოლანდიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ტოტენჰემი

ინგლისის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში "ტოტენჰემმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. ლონდონელებმა ცუდი თამაში აჩვენეს და მეტოქეს 2:0 დაწინაურების საშუალება მისცეს, ხოლო მე-3 დამატებულ წუთზე ლამელას მიერ გატანილმა გოლმა პოჩეტინოს გუნდს ქულაც ვერ მოუტანა.

"ტოტენჰემმა" ზედიზედ მე-2 თამაში წააგო და 5 ტურში მოპოვებული 9 ქულით "დეზები" მე-6 ადგილზე არიან.

ინტერი

კიდევ უფრო ცუდად მისდის საქმე მილანის "ინტერს", რომელმაც "პარმასთან", საკუთარ კედლებში, 0:1 წააგო. ლუჩანო სპალეტის გუნდს, 4 ტურში მხოლოდ 1 მოგება აქვს და 4 ქულით "ნერაძური" მე-12 პოზიციას იკავებს.


18 სექტემბერს, სამშაბათს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე, "ბარსელონა" პსვ-ს, ხოლო "ინტერი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 15 სექტემბერი 2018 22:52
    1
    უნდა მოვიგოთ დიდი ანგარიშით